სასწავლო პროექტი: „ბაროკო შუქისა და ჩრდილის სიმფონია“ (გეგმა იხ. ფოტომასალის ქვემოთ)
სსიპ თბილისის 50-ე საჯარო სკოლა
სასწავლო პროექტი: სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნება
თემა: ბაროკო შუქისა და ჩრდილის სიმფონია
პედაგოგი: ნანა გოგელია
პროექტის შექმნაში მონაწილეობდნენ:
50-ე საჯარო სკოლის VI¹ კლასის მოსწავლეები
2018წ.
1
|
პროექტის დასახელება
|
ბაროკო
შუქისა და ჩრდილის სიმფონია
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2
|
პროექტში მონაწილეობდნენ
|
50-ე
საჯარო სკოლის VI¹ კლასის მოსწავლეები,
პროექტის ხელმძღვანელი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი
ნანა გოგელია
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3
|
იდეა
|
მეექვსე
კლასში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
მოსწავლეები გაეცვნენ დასავლეთ ევროპის ბაროკოს
ხელოვნებას. ამ თემაზე მუშაობის პროცესში
დაიბადა იდეა, შეგვერჩია მასალა სხვადასხვა
ქვეყნის ცნობილ ძეგლთა, მხატვართა და მოქანდაკეთა შესახებ. გამოგვეშვა კედლის გაზეთი. გაზეთს აქვს
შემეცნებითი დანიშნულება, მაყურებელი გაეცნობა დასავლეთ ევროპის ბაროკოს სტილის ცნობილ არქიტეტურულ ძეგლებსა და
მხატვართა შემოქმედებით მემკვიდრეობას.
მოსწავლეებთან ერთად განსაზღვრეთ სამუშაოს თანმიმდევრობა, დავსახეთ მიზანი და სამუშაოს მთავარი
ასპექტები. მოსწავლეები გამოავლენენ შემოქმედებითი
ანალიზის, მსჯელობის, მხატვრული სახის შექმნისა და გადმოცემის უნარს. ორგანიზებული
ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევას. მოძიებულ
და დამუშვებულ მასალას გაიაზრებენ, შეიმეცნებენ
და გააკეთებენ პრეზენტაციას.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4
|
პროექტის აქტუალობა/პრობლემა
|
ეროვნულ სასწავლო გეგმით ბაროკოს ხელოვნება
საეტაპო სტილია დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში. წინარე ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეები გაეცნობიან
იტალიის, ესპანეთის ფლანდრიის ცნობილ მხატვრებსა
და მოქანდაკეებს. ამ ქვეყნების ხელოვნების
ძეგლებსა თუ მხატვრულ ნაწარმოებებს, რომელსაც მომდევნო კლასებშიც შეისწავლიან. გამომდინარე აქედან მათ მიერ მოძიებული და დამუშავებული მასალა მომავალში ხელს შეუწყობს ამ პერიოდის ხელოვნების
უფრო ღრმად შესწავლას, ანალიზსა და შემოქმედებით აზროვნებას. განასხვავებენ სხვასხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის
ძეგლებს, იმსჯელებენ მათ შესახებ.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5
|
პროექტის მიზანი
|
·
მოსწავლეს განვუვითაროთ
სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანთა ცხოვრებისა
და შემოქმედების შესახებ მასალის მოძიებისა და კვლევის უნარი
·
ბაროკოს სტილის მხატვრების
ნამუშევრების შესახებ ანალიზისა და
მსჯელობის უნარი
·
ინდივიდუალური და
ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარი
·
კედლის გაზეთის შემოქმედებითად გაფორმების უნარი და მისი გამოყენება სასწავლო მიზნით
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6
|
აქტივობები
|
სასწავლო პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცნობ ძირითად თემას, ავუხსნი მათი საკვლევი
თემის მნიშვნელობას. მოტივაციის ამაღლების
მიზნით ვაჩვენებ ბაროკოს სტილის
ხელოვნების ნიმუშების ილუსტრაციებს
(სლაიდ-შოუ P.P.). მოსწავლეებს
დავუსვამ ზოგად შეკითხვებს: რა იცით ბაროკოს
ხელოვნების შესახებ? დაასახელეთ ცნობილი მხატვრები და მოქანდაკეები? რა გსურთ იცოდეთ
მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ? რა გინდათ, რომ მომავალში გაიგოთ მათ შესახებ?
მოსწავლეებს გავანაწილებ
ექვს ჯგუფად,
მივცემ დავალებებს.
მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური
და გუნდური.
I ჯგუფი - სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა და ფოტო-მასალას
თემაზე - ბაროკოს მხატვრული სტილი,
კარავაჯო და ლორენცო ბერნინი.
II
ჯგუფი - სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა და ფოტო მასალას თემაზე - წმ. პეტრეს
ტაძრის კათედრა, წმ. პეტრეს მოედანი და რემბრანდტის შემოქმედება.
III ჯგუფი - სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა და ფოტო მასალას თემაზე - ვერსალის სასახლის არქიტეტურა
და ფერწერა, ანდრეა პოცოს შემოქმედება.
IV ჯგუფი - სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა
და ფოტო მასალას თემაზე - რომის ნავონას მოედნის შადრევანი - „ოთხი მდინარე“, დიეგო
ველასკესისა ვან დეიკის შემოქმედება.
V ჯგუფი - სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა
და ფოტო მასალას თემაზე - დიდი ფლანდრიელი და ნიდერლანდელი მხატვრების შემოქმედება
პიტერ პაულ რუბენსი და ფრანს ჰალსი.
VI
ჯგუფი - სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა და ფოტო მასალას თემაზე - ანდრეა ბერნინისა და ვან დეიკის შემოქმედება.
თითოეული
ჯგუფი თემის შესაბამისად გამოუშვებს კედლის
გაზეთს, გააკეთებს პრეზენტაციას.
ინფორმაციის მოძიება და დამუშავება - ერთი კვირა. ფოტო მასალის და რესურსის მოძიება, ეროვნულ გალერეაში
გამოფენაზე „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ წასვლა - ერთი კვირა. საბოლოო დასრულებული მასალის შეკვრა და კედლის გაზეთის გამოშვება - ერთი კვირა და პრეზენტაცია.
პროექტზე მუშაობის პერიოდში
დავაკვირდი ჯგუფებს,
ვაწარმოებ დღიურს, შეფასების რუბრიკებით შეფასდება მათი ნაშრომები. შეფასების რუბრიკებს წინასწარ გავაცნობ კლასს, გავიზიარებ მათ მოსაზრებას. (შეფასების
რუბრიკები იხილეთ დანართში)
პრეზენტაციისას შეაფასებენ, როგორც
თავის, ასევე მეგობრების
ნამუშევარს. (კედლის გაზეთი იხილეთ ფოტო მასალის სახით ბლოგზე:)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
7
|
პროექტზე მუშაობის ვადები: დასაწყისი -დასასრული
|
პროექტზე
მუშაობა დაიწყო 2018 წლის 8 ოქტომბერს და დასრულდა 29 ოქტომბერს სამუშაო დავყავი რამდენიმე ეტაპებად:
I
ეტაპი - მოსწავლეებთან ერთად შევარჩიეთ
პროექტის თემები. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე გავითვალისწინე წინარე ცოდნა
და შევადგინე სამოქმედო გეგმა. ყველა აქტივობა სამუშაო რესურსი ასაკის შესაბამისად განვახორციელეთ.
II
ეტაპი - კლასში დაფაზე თვალსაჩინოდ დავწერე თემის ძირითადი მიზანი.
მოსწავლეები დავყავი ხუთ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში გაერთიანდა ოთხი და ხუთი მოსწავლე: ძლიერი, საშუალო და სუსტი შესაძლებლობების. ავიჩიეთ
გუნდის კაპიტანი, რომელიც პასუხისმგებელი
იყო ჯგუფის წარმატებულ მუშაობაზე. შერჩეული
თემები ჯგუფის თითოეულ წევრს გავაცანი. გუნდში
მათი სურვილისამებრ გადანაწილდა კონკრეტული თემები და ჯგუფის წევრებმა დაგეგმეს მისი
მოძიებისა და მომზადების გზები. მასალის მოძიება ინტერნეტ წყაროდან - კონკრეტული საიტებზე, ასევე ლიტერატურიდან - სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა. მოსწავლეებს გავაცანი საავტორო უფლებების და გამოყენებული
ლიტერატურის მითითების მექანიზმი. შევთანხმდით პრეზენტაციისათვის თითოეული ჯგუფი
გამოუშვებდა კედლის გაზეთს.
III
ეტაპი - მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული
ტექსტური მასალა. ვიმჯელეთ მის შესახებ,
გამოვყავით მთავარი და მეორე ხარისხოვანი. მოძიებული ტექსტი მხატვრულად გაფორმებულ
ფურცლებზე გადაიტანეს.
IV
ეტაპი - „ბერნინის სკოლა და
რომაული ბაროკო“ გამოფენა იყო ეროვნული გალერეაში. მოვაწყვეთ გასვლითი
გაკვეთილი. მოსწავლეები გაეცვნენ ბენინის სკოლის მხატვრების ნამუშევრებს ორიგინალებს
ისაუბრეს მხატვრულ სახეზე, გადაღეს ფოტოები, რომელიც შემდეგ გამოიყენეს სამუშაო პროცესში, ვერ მალავდნენ გაოცებასა და
აღფრთოვანებას გასვლითი გაკვეთილის შესახებ.
V
ეტაპი - მოსწავლეებმა მოიძიეს ფოტო მასალა და შეარჩიეს სამუშაო რესურსი (იხილეთ ქვემოთ სამუშაო რესურსში) .
VI
ეტაპი - ფორმატზე კომპოზიციურად გაანაწილეს
ტექტური და ფოტო-მასალა, დააწებეს. მხატვრულად
გააფორმეს გაზეთი, გამოჰყვეს სათაური, მოძიებული
ინფორმაცია და ფოტოები.
VII
ეტაპი - პრეზენტაცია - თითეულმა ჯგუფის წევრმა
შესრულებული სამუშაო წარმოადგინა კლასის წინაშე, ისაუბრეს და თავისი აზრი
გამოთქვეს.
მუშაობის
პროცესში ვაკვირდებოდი მოსწავლეების მუშაობას ვაკეთებდი შესაბამის კორექტირებას, ვაძლევდი
რჩევას. დღიურში ვაკეთებდი ჩანაწერებს.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
8
|
სამუშაო რესურსი:
|
სახელმძღვანელო -
ჯ. კახიანი, თ. კიკნაძე, ქ. დავლიანიძე
„ხელოვნება დ შემოქმედება“, VI კლასი; დამხმარე ლიტერატურა: ერნსტ გომბრიხი -
„ხელოვნების ამბავი“ და ინტერნეტ საიტი: Wikipedia.org; ფოტოები, საწერი ფურცლები, ფორმატი, საღებავები, ფუნჯები, წყლის ჭურჭელი, შავი და ფერადი ფანქარები, ფლომასტერები, საშლელი,
სათლელი, მაკრატელი, წებო, ფერადი ფურცლები, ლენტები.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
9
|
მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის
იდეის განხორციელებასა და შეფასებაში
|
პირველი ჯგუფი - თემა:
ბაროკოს მხატვრული სტილი, კარავაჯო და ლორენცო ბერნინი.
ავირჩიეთ
ჯგუფის კაპიტანი: ლ. გორგოშიძე აქტიური მოსწავლე, მან თავის მეგობრებთან ერთად გაანაწილა
სამუშაო და ხელმძღვანელობდა გუნდს და პრეზენტაციისას ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაო
გააცნო კლასს. მ. სურმავამ და ე. ლატარიამ დაამუშვეს ბაროკოს ხელოვნების ძირითადი
ასპექტები. მ. ციცაგმა და ლ. გორგოშიძემ
წარმოადგინა ლორენცო ბერნინი, ნ. ავალიშვილი კი - კარავაჯო. გაზეთზე მუშაობისას თითოეულმა
მათგანმა გაზეთის შემოქმედებითად გაფორმების, გუნდური მუშაობსა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევა
გამოავლინეს.
მეორე ჯგუფი - თემა: წმ. პეტრეს ტაძრის მოედანი, წმ. პეტრეს ტაძრის
კათედრა, რემბრანდტ ვან რეინი.
დ.
ხუციშვილი ჯგუფის კაპიტანი, ხ. ბოჭორიშვილიმა - წმ პეტრეს ტაძრის მოედანზე მოიძია
ინფორმაცია, თ. კიკვაძემ - წმ. პეტრეს ტაძრის კათედრა შეისწავლა, ხოლო დ. ხუციშვილმა
და ა. გეტაშვილმა - ბაროკოს სტილის მხატვარ რემბრანდტზე მუშაობდნენ. ა. გეტაშვილი
შედარებით პასიური მოსწავლეა, მაგრამ გუნდში დასახულმა აქტივობებმა მისი ინტერესის
სფერო გააძლიერა და აქტიურად ჩაება სამუშაო პროცესში. გაზეთი მხატვრულად გააფორმეს
ფოტო მასალითა და მოძებული ინფორმაციით.
პრეზენტაცია იყო ძლიერ საინტერესო და მრავალფეროვანი. გამოამჟღავნეს კრიტიკული
აზროვნებისა და მსჯელობის უნარი.
მესამე ჯგუფი -
თემა: ვერსალის არქიტეტურა და ბაროკოს სტილის მხატვარი ანდრეა პოცო.
ჯგუფს
კაპიტანი ა. ჩაჩანიძე. მან გაანაწილა თემები, მოსაძიებელი მასალა. გუნდი აქტიურად
მუშაობდა. კ. კოხრეიძემ და ა. ჩაცანიძემ
დაამუშვა ვერსალის თემა, ხოლო ს. ნავროზაშვილმა და ნ.
სალდაძემ ანდრეა პოცოს შესახებ მოიძიეს ინფორმაცია. გაზეთი გაფორმეს მაღალ
მხატვრული სტილით, მუშაობისას სუსტი მოსწავლე კ. კოხრეიძე იმდენად დაინტერესდა პროექტით, რომ სურვილი გამოთქვა მომავალშიც აქტიურად
იმუშაოს მსგავსს პროექტებზე. გაზეთი გააკეთეს
მხატვრულად ლამაზად გაფორმებული და ორიგინალური.
მეოთხე ჯგუფი - თემა: რომის ნავონას
მოედნის შადრევანი - „ოთხი მდინარე“, დიეგო ველასკესის შემოქმედება.
გუნდის კაპიტანი ბ.
გაბაძე. მან ჯგუფის წევრებთან ერთად გაინაწილა სამუშაო, ჩამოწერა პუნქტებად მუშაობის გეგმა და მოიფიქრა
სამუშაო მასალა. მოამზადა ინფორმაცია დ. დემეტრაძესთან
ერთად რომის ნავონას მოედნის შადრევანი - „ოთხი მდინარ-ის“ შესახებ,
მ. ფრანგულაშვილმა ს. მეზურნიშვილი,
ს. სოიტაშვილი - დიეგო ველასკესის შემოქმედება დაამუშვეს. ამ ჯგუფმა შერჩეულ თემასა და ფოტო მასალაზე მუშაობისას გამოამჟღავნა დაკვირვების, შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
მეხუთე ჯგუფი - თემა: ბაროკოს ეპოქის მხატვარი პიტერ პაულ რუბენსი და
ფრანს ჰალსი.
ჯგუფის
კაპიტანი გ. გრძელიშვილი. მისი ორგანიზებულობა მისაბაძი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
მან ჯერ შეადგინა გეგმა, სამუშაო თემები ჯგუფის წევრებმა სურვილისამებრ გადაანაწილა,
მოიფიქრეს რა რესურსები დასჭირდებოდათ კაპიტანი
იყო მომთხოვნი და კეთილგონიერი. მ. ხოტენაშვილმა და გ. შანიძემ იმუშვეს რუბენსის შესახებ, ს. ძიძიგურმა
და დ. სიმონიშვილმა დაამუშვეს ფრანს ჰალსის შემოქმედება. მოიძიეს მასალა, გააფორმეს და პრეზენტაციისას
წარმოადგინეს. ჯგუფმა შემოქმედებითი აზროვნების
უნარი გამოავლინა, გაზეთის მხატვრული გაფორმებისა და პრეზენტაციისას.
მეექვსე ჯგუფი - თემა: ჯოვანი ბერნინისა და ვან დეიკის შემოქმედება
ა.
მაჭავარიანი ჯგუფის კაპიტანი. მან და დ. ყიფიანმა იმუშვეს ჯოვანი ბერნინის შემოქმედებაზე,
ა. საბანაძემ, ჯ. ბეჟიტაშვილმა - ვან დეიკის შემოქმედებაზე. გუნდური მუშაობის საინტერესო
ფორმა მოძებნეს ორგვერდიანი გაზეთი შექმნეს და წარმოადგინეს, ხშირად იღებნენ კონსულტაციას
ჩემგან.
მუშაობის პროცესში ვაკვირდებოდი მოსწავლეებს, შენიშვნებსა
და მითითებებს ვაძლევდი, ვაწარმოებდი დღიურს. კლასი თავის მოსაზრებებს
მიზიარებდა, სვამდნენ შეკითხვებს და ხელმძღვანელობდნენ გუნდური პრინციპით.
შეფასება წინასწარ შედგენილი რუბრიკის მიხედვით განხორციელდა,
რომლის შედგენაში მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
10.
|
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მოსალოდნელი შედეგი
|
ე. ს.გ. (VI).2.
ს.გ. (VI).3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან
თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება
შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემის გადასაჭრელად.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
11
|
ხელის შემშლელი ფაქტორები/ შესაძლო
რისკები
|
პროექტზე
მუშაობის პროცესში ხელის შემშლელი პრობლემები
არ წარმოშობილა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
12
|
პროექტის რეალიზება
|
თითოეულმა
ჯგუფმა შექმნა კედლის გაზეთი
(იხილეთ საპრეზენტაციო ფოტო-მასალა)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
13
|
რეფლექსია
|
პროექტებზე მუშაობის კარგი
გამოცდილება მაქვს, ამიტომ ხშირად მივმართავ სწავლების ამ ფორმას. იგი მაძლევს საშუალებას
მოსწავლეებში ავამაღლო მოტივაცია და გავიყვანო მაღალ სააზროვნო უნარებზე. საინტერესო და მრავლფეროვანია მოსწავლეთა აქტივობა,
ჩართულობა. ჩემი სასკოლო პრაქტიკის გამოცდილებამ დამანახა, პროექტის თემიდან გამომდინარე
სამუზეუმო სივრცეში გასვლითი გაკვეთილი ჩატარება აძლიერებს ინტერესს მოცემული თემისადმი. ხელოვნების ნაწარმოებთან უშუალო კონტაქტი ძლიერ
ემოციურ და შემოქმედებით ესთეტიკურ ტკბობას იწვევს, აქტივობა იზრდება. ვითარდება შემოქმედებითი ანალიზის უნარ-ჩვევა.
ამიტომ ხშირად მივმართავ გასვლით გაკვეთილებს. შერჩეული თემა ბაროკოს პერიოდის დიდი
ტიტანების ბერნინის, კარავაჯოს, რემბრანდის და ველასკესის ხელოვნებას მოსწავლეები არა
მარტო VI კლასში არამედ მომდევნო წლებშიც
სწავლობენ. ამიტომ შევარჩიე ეს თემა, რათა მომავალში მეტი ინტერესი და მოტივაცია გამოვიწვიო.
ბაროკოს ხელოვნებას მუსიკაშიც სწავლობენ ი. ბახს, გ. ჰენდელს, ა. ვივალდს ამდენად ამ
ორი საგნის ურთიერთკავშირის დანახვას შეძლებენ მომავალში.
გაზეთზე მუშაობისას გუნდები
ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ცდილობდნენ მეტად
ორიგინალური და მრავალფეროვანი გაზეთი გამოეშვათ. კონკურენციის პირობებმა მოსწავლეებში
მუშაობის ჯანსაღი გარემო შექმნა. სამუშაოს პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, გამოამჟღავნეს მასალის მოძიების, დამუშავებისა
და პრეზენტაციის, შემოქმედებითი აზროვნების
უნარი. მუშაობის პროცესში აქტიურად მივმართავდი განმავითარებელ შეფასებას.
მოსწავლეებისგან ვიღებდი უკუკავშირს. ვაძლევდი დამატებით რჩევებს და ვპასუხობდი მათ შეკითხვებს. ვეხმარებოდი გაზეთის შექმნისას. როგორც ზემოთ ავღნიშნე მოსწავლეები ჩართული
იყვნენ შეფასების რუბრიკების შედგენაში და შემდეგ თვითონ აფასებდნენ მეგობრების
ნამუშევრებს. ვაწარმოებდი დღიურს და დაკვირვების ფურცლებს, რათა მონიტორინგი გამეწია
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ ვცდილობ დავინახო ჩემი
მუშაობის ძლიერი და სუსტი მხარეები და შევაფასო მიღებული შედეგები.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
14
|
შეფასების რუბრიკა
|
განმსაზღვრელი და განმავითარებელია
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ა.
|
დანართი #1 განმსაზღვრელი შეფასება
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბ
|
დანართი #2
განმავითარებელი შეფასება
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












Comments
Post a Comment