სასწავლო პროექტი: „ ბაროკო შუქისა და ჩრდილის სიმფონია“ ( გეგმა იხ. ფოტომასალის ქვემოთ) სსიპ თბილისის 50-ე საჯარო სკოლა სასწავლო პროექტი : სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება თემა: ბაროკო შუქისა და ჩრდილის სიმფონია პედაგოგი: ნანა გოგელია პროექტის შექმნაში მონაწილეობდნენ: 50-ე საჯარო სკოლის VI ¹ კლასის მოსწავლეები 2018 წ . 1 პროექტის დასახელება ბაროკო შუქისა და ჩრდილის სიმფონია 2 პროექტში მონაწილეობდნენ 50-ე საჯარო სკოლის VI ¹ კლასის მოსწავლეები , პროექტის ხელმძღვანელი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი ნანა გოგელია 3 იდეა მეექვსე კლასში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეები გაეცვნენ დასავლეთ ევროპის ბაროკოს ხელოვნებას. ამ თემაზე მუშაობის პროცესში დაიბადა იდეა, შეგვერჩია მასალა სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ ძეგლთა, მხატვართა და მოქანდაკეთ...