Skip to main content

სასწავლო პროექტი: გავაცოცხლოთ დიდებული ეპოქა - ანტიკური საბერძნეთი VII¹ კლასი2017წ.

სსიპ თბილისის 50-ე საჯარო სკოლა


სასწავლო პროექტი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

თემა: გავაცოცხლოთ დიდებული ეპოქა - ანტიკური საბერძნეთი

პედაგოგი ნანა გოგელია


პროექტის შექმნაში მონაწილეობდნენ:
50-ე საჯარო სკოლის  VII¹ კლასის მოსწავლეები









1
პროექტის დასახელება
გავაცოცხლოთ დიდებული ეპოქა - ანტიკური საბერძნეთი

2
პროექტში მონაწილეობდნენ
50-ე საჯარო სკოლის   VII¹ კლასის მოსწავლეებიპროექტის ხელმძღვანელი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი ნანა გოგელია
3
იდეა
მეშვიდე კლასში  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეები გაეცვნენ ანტიკური საბერძნეთის  ხელოვნებას.   თემის დასრულების შემდეგ  დავგეგმეთ პროექტი თემაზე - „გავაცოცხლოთ დიდებული ეპოქა - ანტიკური საბერძნეთი“. გამოვუშვათ კედლის გაზეთი.  მაყურებელი გაეცნობა  წინა ქრისტიანული ხანის საბერძნეთის კულტურულ მემკვიდრეობას.
მოსწავლეები დაგეგმავენ  სამუშაოს, გაინაწილებენ თემებს, გამოავლენენ ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის,  მსჯელობის, შემოქმედებითი ანალიზის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევას.
4
პროექტის აქტუალობა/პრობლემა

ანტიკური საბერძნეთის ხელოვნება ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთ უმძლავრეს საყრდენს წარმოადგენს.  საბერძნეთში წარმოიშვა და განვითარდა - ფილოსოფია, მათემატიკა, მედიცინა, თეატრი, ლიტერატურა, ხელოვნება. მან დასაბამი მისცა რენესანსის და დასავლეთ ევროპის კლასიკურ ხელოვნებას. ამ თემას მოსწავლეები  VIII-IX კლასში შეისწავლიან.
წინარე ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეები მოიძიებენ და შეისწავლიან ანტიკური ბერძნული ხელოვნების ცნობილ  ნამუშევრებს,  რაც   მომავალში დაეხმარებათ ამოიცნონ, გაანალიზონ და შემოქმედებითად გაიაზრონ საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობა და განიხილონ  ისტორიულ კონტექსტში.  
5
პროექტის მიზანი
·         მოსწავლეს განვუმტკიცოთ განვლილი მასალის ცოდნა
·         გამოვუმუშაოთ ეპოქისა და ქვეყნის სტილის გაანალიზების უნარი.
·         განვუვითაროთ ისტორიული პირებისა და ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის უნარი
·         ინდივიდუალური,  ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარი
·         ხელოვნების ნაწარმოების აღქმა და მხატვრული სტილური შეფასების უნარ-ჩვევა
·         საპრეზენტაციო მასალის კედლის გაზეთის  გამოყენება სასწავლო მიზნით

6
აქტივობები
სასწავლო პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცნობ მთავარ თემას,  საკვლევი სამუშაოს  მნიშვნელობას.  მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენებ ბერძნული ხელოვნების ილუსტრაციებს,  დავუსვამ  შეკითხვებს: რა იცით ანტიკური საბერძნეთის  შესახებ? რა გინდათ იცოდეთ?
მოსწავლეებს გავანაწილებ ექვს ჯგუფად. პატარა ყუთში ჩავყრი ფურცელზე დაწერილ თემის სათაურს, ყოველი ჯგუფიდან ერთი მოსწავლე ამოიღებს ფურცელს და გააცნობს კლასს.
 მუშაობის  ფორმა:  ინდივიდუალური და გუნდური.
I ჯგუფი თემა: „ბერძნული ანტიკური ტაძარი“ (ბერძნული ტაძრის არქიტეტურული სტილის დახასიათება, პართენონი, ერექტეიონი, ოლიმპოს ზევსის ტაძარი,  დელფოს აპოლონის ტაძარი) 
II ჯგუფი - თემა: „არქაული ხანის ქანდაკება“ (არქაული ხანის ქანდაკების მხატვრული სტილის დახასიათება, კუროსები, კორები)
 III ჯგუფი -  თემა:  „კლასიკური ხანის მოქანდაკეები“ (მირონი, პოლიკლეტოსი, ფიდიასი, პრაქსიტელი, ლისიპოსი)
IV  ჯგუფი - თემა: „კერამიკული მხატვრობა“ (მითების ზოგადი მიმოხილვა, შავფიგურული და წითელფიგურული ფერწერა)
ჯგუფი -  თემაზე:  „ბერძენი ფილოსოფოსები და პოეტები“ (ჰომეროსი, საფო, პლატონი, არისტოტელე, პითაგორა)
VI ჯგუფი - თემა: „საბერძნეთის ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა“
მოსწავლეები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მოიძიებენ ინფორმაციასა  და ფოტო მასალას.
თითოეული ჯგუფი თემის შესაბამისად გამოუშვებს კედლის გაზეთს, გააკეთებს პრეზენტაციას.
ინფორმაციის მოძიება და დამუშავება - ერთი კვირა. მუზეუმში ვიზიტი,  ექსპონატების ფოტოფიქსაცია, ინტერნეტ სივრცეში  ფოტოების  მოძიება, შერჩევა, დაბეჭდვა - ერთი კვირა.  კედლის გაზეთის გამოშვება  - ერთი კვირა.
პროექტზე მუშაობისას  დავაკვირდები მოსწავლეთა საქმიანობას, ვაწარმოებ დღიურს,   შეფასების რუბრიკებს შევიმუშავებ მოსწავლეებთან ერთად.  (შეფასების რუბრიკები იხილეთ დანართში)
მოსწავლეები პრეზენტაციისას შეაფასებენ როგორც თავის,  ასევე მეგობრების ნამუშევარს. (კედლის გაზეთი იხილეთ  ფოტო მასალა)

7
პროექტზე მუშაობის  ვადები: დასაწყისი -დასასრული
პროექტზე მუშაობა დაიწყო 2017 წლის 6 ნოემბერს და დასრულდა 27 ნოემბერს. სამუშაო  დავყავი რამდენიმე ეტაპებად:
I ეტაპი - მოსწავლეებთან ერთად   შევარჩიეთ პროექტის  თემა. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე გავითვალისწინე  წინარე ცოდნა და შევადგინე სამოქმედო გეგმა.  ასაკის შესაბამისად დავსახე აქტივობები და სამუშაო რესურსი.
II ეტაპი - კლასში  დაფაზე თვალსაჩინოდ დავწერე თემის ძირითადი მიზანი. მოსწავლეები დავყავი ექვს ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში გაერთიანდა 4 - 5 მოსწავლე:  ძლიერი, საშუალო და სუსტი.   შერჩეული თემის ქვეთავები    გავაცანი კლასს.  თემის სათაური დავწერეთ ფურცელებზე, დავკეცეთ და ჩავყარეთ ყუთში.   ჯგუფიდან ერთმა მოსწავლემ   ამოიღო თემის ფურცელი და  გააცნო კლასს.   გუნდის წევრებმა  გაინაწილეს    საკითხები, დაგეგმეს   სამუშაო: ტექსტური მასალის მოძიება:  ინტერნეტ საიტებზე,  სხვადასხვა ლიტერატურიდან - სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა,  რესურსის შერჩევა და პრეზენტაციისათვის გაზეთის გამოშვება. მოსწავლეებს შევახსენე საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის  მითითების მექანიზმი.   
III ეტაპი - გასვლითი გაკვეთილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. სამუშაო რესურსი მუზეუმში: საწერი მასალა, ფოტოაპარატი.
IV ეტაპი - მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული  ტექსტური მასალა.  ვიმჯელეთ მის შესახებ, გამოვყავით მთავარი  და მეორე ხარისხოვანი საკითხები.   შევარჩიეთ  დაბეჭდილი ფოტოები და სამუშაო რესურსი.
V ეტაპი -  ფორმატზე კომპოზიციურად გაანაწილეს ტექტური და ფოტო-მასალა. მხატვრულად გააფორმეს გაზეთი.
VI ეტაპი - პრეზენტაცია - თითეულმა ჯგუფის წევრმა   შესრულებული სამუშაო წარადგინა კლასის წინაშე.
მუშაობის პროცესში  ვაკვირდებოდი  მოსწავლეთა მუშაობის სტილსა და ინტერესის სფეროს, მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებას. ვაძლევდი რჩევას,  დღიურში ვაკეთებდი ჩანაწერს. 
8
სამუშაო რესურსი:  

სახელმძღვანელო,  დამხმარე ლიტერატურა, ინტერნეტ საიტი,  ფოტომასალა, საწერი ფურცლები,  ფორმატი, საღებავები, ფუნჯები, წყლის ჭურჭელი,  ფერადი ფანქარები, ფლომასტერები, საშლელი, სათლელი, მაკრატელი და წებო ფერადი ფურცლები.
9
მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განხორციელებასა და შეფასებაში
პირველი ჯგუფი  თემა:  „ბერძნული ანტიკური ტაძარი“
გიორგი  ავალიშვილმა   იმუშავა თემაზე - ანტიკური ბერძნული ტაძარის ტიპები და მათი არქიტეტურული სტილი. მან  ჯგუფში შექმნა პოზიტიური გარემო.  პართენონის ტაძარი აირჩია  ნინო არჩვაძემ. საინტერესო  იყო მის მიერ შესრულებული მასალა, გამოავლინა ორგანიზატორული ნიჭი და აქტივობა.   ნინო ლაზაშვილი სუსტი შესაძლებლობის მოსწავლეა - ოლიმპოს ზევსის ტაძარით დაინტერესდა და გარკვეულ შედეგზე გავიდა. გიორგი ჩუბინიძემ  ერექტეიონის ტაძრის შესახებ მოიძია ინფორმაცია და ფოტოები.  გაზეთის გაფორმებისას მეგობრებს უხსნიდა თუ როგორ გაენაწილებინათ მასალა და რომელი მხატვრული ეფექტით გამოეყენებიათ. გამოავლინა შემოქმედებითი აზროვნების უნარი.    დელფოს აპოლონის ტაძარი - დაამუშავა ელისაბედ სახნომ,  ავადმყოფობის გამო აქტიურად ვერ ჩაერთო სამუშაო პროცესში. ამ ჯგუფის თითოეულმა მოსწავლემ მასალის დამუშავებისა და გაფორმებისას შემოქმედებითი, შეთანხმებული გუნდური მუშაობის უნარი გამოავლინა.
მეორე  ჯგუფი  თემა: „არქაული ხანის ქანდაკება“ 
თორნიკე ხინთიბიძემ შეისწავლა არქაული ეპოქის ქანდაკება, გამოყო ძირითადი მახასიათებელი ნიშნები და წარუდგინა კლასს.  ლელა ოქროპირიძემ  კუროსის ქანდაკება  შეადარა ეგვიპტურ ქანდაკებას,  გამოკვეთა მსგავსი და განმასხვავებელი ფორმები. ნინო ჭუმბურიძე - სუსტი მოსწავლეა, ხოლო მარიამ ამირანაშვილი  ახლახანს გადმოვიდა სხვა სკოლიდან. გუნდურ მუშაობაში აქტიურად ჩართვის მიზნით ნინომ და მარიამმა ერთად მოიძიეს მასალა კორების ქანდაკებების შესახებ. ჯგუფმა აჩვენა თანამშრომლობითი და პრეზენტაციის უნარი.
 მესამე ჯგუფი  თემა:  „კლასიკური ხანის მოქანდაკეები“
ნინო დვალმა  შეისწავლა მოქანდაკე ფიდიასის შემოქმედება და შესანიშნავი პრეზენტაცია გააკეთა. ირაკლი ბერიშვილმა მირონის ქმნილებები „ბადროს მტყორცნელი“ და „მარსისა და ათენას“ ქანდაკებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მირონმა კარგად იცოდა ანატომია  და პირველმა შეძლო მოძრაობის შთაბეჭდილების შექმნა ქანდაკებაში. იგი  დინჯად და თანმიმდევრულად მუშაობდა, ცდილობდა გუნდის საქმიანობა სწორად წარემართა. მარიამ გაბაძე - ლისიპოსის შემოქმედებამ და ალექსანდრე მაკედონელის პიროვნებამ გაიტაცა.  მან ისაუბრა დიდი მხედარმთავრის მაკედონელის პორტრეტის შესახებ  და ლისიპოსის როლზე ბერძნულ კლასიკურ ხელოვნებაში. თორნიკე გუდაძემ  პრაქსიტელის რამდენიმე ქანდაკება განიხილა.  გაზეთზე მუშაობისას  ცდილობდა მხატვრულად ლამაზად გაეფორმებინა. ჯგუფში აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა. ჩემი რჩევით, გაზეთის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმდნენ, შედეგმაც არ დააყოვნა.  გიორგი რაზმაძე ავადმყოფობის გამო გვიან ჩაერთო პროექტში, მან დაამუშვა მასალა მოქანდაკე პოლიკლეტოსის შესახებ.  შეძლებისდაგვარად აქტიურობდა.
მეოთხე ჯგუფი - თემა:  „კერამიკული მხატვრობა“
 ამ ჯგუფის ყველა მოსწავლე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ისინი დაინტერესდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ბერძნული კერამიკული ჭურჭლის სახეობებით, ორიგინალების ნახვისას აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ნინო გეგეჭკორმა და მარი ჯავახაძემ მოამზადეს ინფორმაცია ბერძნული მითოლოგიის შესახებ.    ერეკლე შერმაზანაშვილმა დაამუშავა თემა შავფიგურული კერამიკული მხატვრობის შესახებ, ხოლო საბა გამგონეიშვილმა -  წითელფიგურული ფერწერის შესახებ.   მუზეუმში გადაღბული   ბერძნული კერამიკული ჭურჭლის ფოტოები გაზეთის გაფორმებისას გამოიყენეს. მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს დაკვირვების,   შემოქმედებითი აზროვნების,  პრეზენტაციის   უნარ-ჩვევები.
მეხუთე ჯგუფი თემა:  „ბერძენი ფილოსოფოსები და პოეტები“   სამუშაო  თემები ჯგუფის წევრებმა სურვილისამებრ გაინაწილეს, მოიფიქრეს  და შეარჩიეს რესურსი. სალომე მარტიაშვილმა დიდი პოეტის ჰომეროსის შესახებ ისაუბრა, გიორგი კოხრეიძემ - ფილოსოფოს არისტოტელეზე, ნინო ლომიძემ - პითაგორაზე.  ნიკამ კაპანაძე  ანტიკური ეპოქის ქალი პოეტის საფოს პოეზიამ გააოცა, ხოლო  ნიკა ძაგანია ფილოსოფოსი პლატონი აირჩია. იგი სუსტი მოსწავლეა უჭირს მასალის დაძლევა,  პასიურობს. ხშირად ავადმყოფობს. მეგობრების თანადგომითა და ჩემი ხელმძღვანელობით,  შეძლო მოეძია მასალა, ჩაერთო ჯგუფის მუშაობაში. საინტერესო იყო  ნინო  ლომიძის აქტივობა, მან  დახვეწილი  გემოვნებით,  ოსტატურად გააფორმა გაზეთი.   კლასმა დიდი ინტერესით მოისმინა  წარმოდგენილი თემები.
მეექვსე ჯგუფი თემა: „საბერძნეთის ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა“
საინტერესო, ძლიერ აქტიური და მობილიზებული ჯგუფი. შმაგი ბურდული  ანტიკური საბერძნეთის ისტიორიაზე მუშაობდა, ელენე გაბიჩვაძემ საბერძნეთის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნება წარმოადგინა, დემნა ოზაშვილმა შუა საუკუნეების ისტორიაზე ისაუბრა, ხოლო მარიამ დოროყაშვილმა - XIX-XX სს-ის საბერძნეთის ისტორია დაამუშვა.  მარიამი  შედარებით სუსტი მოსწავლეა. მისი აქტივობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გასვლითმა გაკვეთილმა გამოიწვია, გაოცებული ათვალიერებდა წინარე ქრისტიანული ხანის ხელოვნების ნამუშევრებს და კარგ შედეგზეც გავიდა.
მუშაობის პროცესში ვაკვირდებოდი მოსწავლეებს, შენიშვნებსა და მითითებებს ვაძლევდი, ვაწარმოებდი დღიურს. მოვაწყვეთ გასვლითი გაკვეთილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. კლასი თავის მოსაზრებებს მიზიარებდა, სვამდნენ შეკითხვებს და ხელმძღვანელობდნენ გუნდური პრინციპით. 
პროექტის შეფასება წინასწარ შედგენილი რუბრიკის მიხედვით განხორციელდა.
 10.
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ს.გ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენს სახვითი  ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას. 
ს.გ.VII.5.  მოსწავლეს შეუძლია დაგეგმს და შეასრულს სხვადასხვა სახის  სამუშაო.
ს.გ.VII.7.   მოსწავლეს შეუძლია წარადგს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებ და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთს საკუთარ აზრ ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.
ს.გ.VII.9.  მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს.
11
ხელის შემშლელი ფაქტორები/ შესაძლო რისკები
პროექტზე მუშაობის პროცესში  რამდენიმე მოსწავლე ავადმყოფობის გამო სამწუხაროდ აქტიურად არ იყო ჩართული.  
12
პროექტის რეალიზება
თითოეულმა ჯგუფმა შექმნა კედლის გაზეთი (იხილეთ საპრეზენტაციო  ფოტო-მასალა)

13
მოსალოდნელი შედეგი
·         ამოიცნობს ანტიკური ეპოქის ხელოვნების ნიმუშებს, ცნობილი მოქანდაკეების ნამუშევრებს, ბერძნულ წარმართულ ტაძრებს.
·         ასახელებს ცნობილ ფილოსოფოსებსა და პოეტებს, საუბრობს მათ შესახებ.
·          ამჟღავნებს  ანალიზის, მსჯელობისა და შემოქმედებით უნარ-ჩვევას.
·         გეგმავს და განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას.
·         ინტერნეტრესურსის  მოძიებისა და დამუშავების უნარი.
·          თანამშრომლობს სხვებთან კონკრეტული შემოქმედებითი პრობლემის გადაწყვეტისას. ამჟღავნებს  ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარს.
·         საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე
·         პროექტზე მუშაობისას მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში გამოადგებათ  ხელოვნების  ნაწარმოების გაგება, შემეცნებისა და ანალიზის უნარის ჩამოყალიბებაში.   
14
შეჯამება/ რეფლექსია
 ჯგუფებში გამოიკვეთა გუნდური მუშაობის პრინციპი, ინდივიდუალური სამუშოსადმი დამოკიდებულება, კრიტიკული ანალიზისა და შემოქმედებითი აზროვნების  უნარი. ჯგუფები პრეზენტაციისას ცდილობდნენ,   მაღალ შედეგზე  გასვლას.  სამუშაოს  მოსწავლეები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, გამოამჟღავნეს მასალის მოძიების, დამუშავებისა და  პრეზენტაციის  უნარი. გამოიკვეთა სუსტი და ძლიერი მხარეები.  მუშაობის პროცესში ხშირად ვიყენებდი განმავითარებელ შეფასებას. ვამხნევებდი მოსწავლეებს და მათ  შეკითხვებს ვპასუხობდი, ვაძლევდი სწორ მიმართულებას.   მოსწავლეები ჩართული იყვნენ შეფასების რუბრიკების შედგენაში და   მეგობრების ნამუშევრების შეფასებაში. მონიტორინგის მიზნით ვაწარმოებდი დღიურს.  იყო ხელისშემშლელი ფაქტორები: რესურსის მოძიება და რამდენიმე მოსწავლის ავადმყოფობა. მსგავსი პროექტები დამეხმარება დავინახო  ჩემი მუშაობის დადებითი,  უარყოფითი მხარეები და  მომავალში დავხვეწო.


დანართი #1 ინფორმაციის მოძიებისა და დამუშვების  შეფასების რუბრიკა


1
მოძიებული მასალა შეესაბამება და სრუყოფილად გადმოსცემს თემის საკითხს
2ქულა


2
გამოყენებულია სხვადასხვა საინფორმაციო წყარო
3ქულა

3
ფოტომასალა  შეესაბამება თემის საკითხს
2ქულა

4
ინდივიდუალური სამუშაო - მოძიებულ ინფორმაციას ახარისხებს, გამოჰყობს მთავარს და მეორე ხარისხოვან მასალას
3ქულა

დანართი #2 ჯგუფური მუშაობის  შეფასების რუბრიკა

1
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში
2 ქულა
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ - აზრს გამოთქვამენ, უსმენენ ერთმანეთს, იღებენ საერთო გადაწყვეტილებას
2 ქულა
3
პრეზენტაცისთვის ჯგუფის წევრები აერთიანებენ საკუთარ ნამუშევრებს  და აკეთებენ კედლის გაზეთს
2 ქულა
4
პრეზენტაცისას ჯგუფი წარმოადგენს შექმნილ ნამუშევარს, გუნდის   წევრი აღწერს მუშაობის თანმიმდევრობას, აკეთებს დასკვნებს
2 ქულა
5
ჯგუფის წევრები პასუხობენ შეკითხვებს
2 ქულა
დანართი #3  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

1
პასუხობს თემას
1ქულა
2
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2 ქულა
3
აღწერს ჯგუფის მუშაობის პროცესს, საუბრობს გამოყენებულ მასალაზე, იყენებს შესაბამის ტერმინებს
2 ქულა
4
მსჯელობს  და აკეთებს შესაბამის დასკვნებს
2 ქულა
5
თვალსაჩინოებად წარმოადგენს ჯგუფის ნამუშევარს
2 ქულა
6
იცავს დროის ლიმიტს
1 ქულა



















Comments

Popular posts from this blog

სასწავლო პროექტი: ძველი ეგვიპტის ხელოვნება (VI/3 კლასი)

სსიპ თბილისის 50-ე საჯარო სკოლა სასწავლო პროექტი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება თემა: ძველი ეგვიპტის ხელოვნება პედაგოგი ნანა გოგელია     პროექტის შექმნაში მონაწილეობდნენ: 50-ე საჯარო სკოლის  VI ³ კლასის მოსწავლეები _____________________________________________________                                                                           1 პროექტის დასახელება ძველი ეგვიპტის ხელოვნება 2 პროექტში მონაწილეობდნენ 50-ე საჯარო სკოლის  VI³ კლასის მოსწავლეები ,  პროექტის ხელმძღვანელი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი ნა...

სასკოლო გაზეთი. პროექტის პრეზენტაცია (VI/2კლასი)