სსიპ თბილისის 50-ე საჯარო სკოლა სასწავლო პროექტი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება თემა: გავაცოცხლოთ დიდებული ეპოქა - ანტიკური საბერძნეთი პედაგოგი ნანა გოგელია პროექტის შექმნაში მონაწილეობდნენ: 50-ე საჯარო სკოლის VII ¹ კლასის მოსწავლეები 1 პროექტის დასახელება გავაცოცხლოთ დიდებული ეპოქა - ანტიკური საბერძნეთი 2 პროექტში მონაწილეობდნენ 50-ე საჯარო სკოლის VII ¹ კლასის მოსწავლეები , პროექტის ხელმძღვანელი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი ნანა გოგელია 3 იდეა მეშვიდე კლასში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეები გაეცვნენ ანტიკური საბერძნეთის ხელოვნებას. თემის დასრულების შემდეგ დავგეგმეთ პროექტი თემაზე - „გავაცოცხლოთ დიდებული ეპოქა - ანტიკური საბერძნეთი“. გამოვუშვათ კედლის გაზეთი. მაყურებელი გაეცნობა წინა ქრისტიანული ხანის საბერძნეთის კულტურულ მემკვიდრეობას. მოსწავლეები დაგეგმ...