Skip to main content

სასწავლო პროექტი: მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში (იტალია, საფრანგეთი, ეგვიპტე) VI/2 კლასი





სსიპ თბილისის 50-ე საჯარო სკოლა


სასწავლო პროექტი:სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

თემა: მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში (იტალია, საფრანგეთი, ეგვიპტე)


პედაგოგი ნანა გოგელია


პროექტის შექმნაში მონაწილეობდნენ:

50-ე საჯარო სკოლის  VI² კლასის მოსწავლეები


________________________________________________



1
პროექტის დასახელება
მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში
 (იტალია, საფრანგეთი, ეგვიპტე)
2
პროექტში მონაწილეობდნენ
50-ე საჯარო სკოლის  VI² კლასის მოსწავლეებიპროექტის ხელმძღვანელი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი ნანა გოგელია
3
იდეა
მეექვსე კლასში  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეები გაეცვნენ იტალიის, საფრანგეთისა და ეგვიპტის ხელოვნებას.  ამ თემის დასრულების შემდეგ   წარმოიშვა იდეა, შეგვერჩია  მასალა ამ ქვეყნების  ცნობილი ძეგლების, მხატვრებისა და მოქანდაკეების   შესახებ. გამოგვეშვა კედლის გაზეთი. გაზეთს აქვს შემეცნებითი დანიშნულება,  მაყურებელს იწვევს სამოგზაუროდ იტალიის, საფრანგეთისა და ეგვიპტის  ქვეყნებში, სადაც შეუძლიათ გაეცნონ მათ კულტურულ მემკვიდრეობას.
 მოსწავლეები განსაზღვრავენ სამუშაოს  თანმიმდევრობას, მონაწილეობენ ერთობრივ  საორგანიზაციო გადაწყვეტილების მიღებაში, გამოავლენენ  მსჯელობისა და  შემოქმედებითი ანალიზის უნარ-ჩვევას. მოძიებულ მასალას გაიაზრებენ, შეიმეცნებენ და გადმოსცემენ  პრეზენტაციისას.
4
პროექტის აქტუალობა/პრობლემა

 მოგაზაურობა ხელოვნების სამყაროში ამ რუბრიკით ეროვნულ სასწავლო გეგმაში რამოდენიმე ქვეყანა არის გაერთიანებული და ყოველ დიდ სასწავლო თავს ასრულებს. აჯამებს წინა მასალას. წინარე ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეები გაეცნობიან იტალიის, საფრანგეთისა და ეგვიპტის ცნობილ ხელოვნების  ნიმუშებს.  ამ ქვეყნების ხელოვნების ძეგლებსა თუ მხატვრულ ნაწარმოებებს   მომდევნო კლასებშიც შეისწავლიან.  გამომდინარე აქედან   მათ მიერ მოძიებული და წარმოდგენილი მასალა  მომავალში ხელს შეუწყობს ამოიცნონ, გაანალიზონ და შემოქმედებითად გაიაზრონ  ხელოვნების  ნიმუშები.  განასხვავონ სხვასხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ძეგლები, იმსჯელონ მათ შესახებ, განიხილონ  სოციალურ, ისტორიულ და რელიგიურ კონტექსტში.  
5
პროექტის მიზანი
·         მოსწავლეს გამოვუმუშაოთ სხვადასხვა ეპოქისა თუ ქვეყნის თავისებურებათა გაცნობიერების უნარი.
·         ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი
·          განვუვითაროთ მისთვის საინტერესო ქვეყნის ხელოვანთა ცხოვრებასთან და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალის კვლევის უნარი
·         ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარი
·         ამა თუ იმ კულტურის, ხელოვნების ნაწარმოების აღქმისა და შეფასების უნარი
·         მოსწავლე ეცნობა და აგროვებს ინფორმაციას  იტალიის, საფრანგეთისა და ეგვიპტის ხელოვნების ნაწარმოებების შესახებ განიხილავს   მხატვრულ სტილური თვალსაზრისით.
·         საპრეზენტაციო მასალის კედლის გაზეთის  გამოყენება სასწავლო მიზნით

6
აქტივობები
სასწავლო პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცნობ ძირითად თემას, ავუხსნი საკვლევი სამუშაოს  მნიშვნელობას.  მოტივაციის ამაღლების მიზნით  ვაჩვენებ იტალიის, საფრანგეთისა  ეგვიპტის  ძეგლების ილუსტრაციებს. მოსწავლეებს დავუსვამ ზოგად შეკითხვებს: რა იცით იტალიის, საფრანგეთისა და ეგვიპტის ხელოვნების შესახებ? რა გინდათ, რომ იცოდეთ? რას გაიგებთ ამ  ქვეყნების ხელოვნების გაცნობის შემდეგ?
მოსწავლეებს გავანაწილებ ხუთ  ჯგუფად, მივცემ დავალებებს. მუშაობის  ფორმა:  ინდივიდუალური და გუნდური.
I ჯგუფი - სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა  და ფოტო-მასალას  თემაზე - „მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში - საფრანგეთი“ (გეოგრაფიული და ისტორიული  მიმოხილვა, არქიტექტურული ძეგლები: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ვერსალის სასახლე, მხატვარები: ეჟენ დელაკრუა, ჟაკ ლუი დავიდი).
II ჯგუფი - სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა  და ფოტო მასალას  თემაზე - „მოგზაურობა  ხელოვნების სამყაროში - იტალია“ (გეოგრაფიული და ისტორიული  მიმოხილვა, არქიტექტურა: ვენეციის დოჟების სასახლე, მოქანდაკე: ალბერტო ჯაკომეტი, მხატვრები: სანდრო ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი).
 III ჯგუფი - სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა  და ფოტო მასალას თემაზე - „მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში  - ეგვიპტე“ (გეოგრაფიული და ისტორიული  მიმოხილვა, ქალაქი - ალექსანდრია, არქიტექტურული ძეგლები: დიდი პირამიდები, სინას მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტერი,  დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება - ეგვიპტური სამკაული).
IV  ჯგუფი - სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა  და ფოტო მასალას თემაზე - „მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში - საფრანგეთი“ (გეოგრაფიული და ისტორიული  მიმოხილვა, არქიტექტურა: ეიფელის კოშკი, მხატვრები: ნიკოლა პუსენი, ედუარდ მანე, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება: ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხები).
ჯგუფი - სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა  და ფოტო მასალას თემაზე - „მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში - იტალია“ (გეოგრაფიული და ისტორიული  მიმოხილვა, არქიტექტურა: რომის კოლიზეუმი, წმ. პეტრეს ტაძარი, მოქანდაკე: მიქელანჯელო, მხატვრები: რაფაელი,  ფილიპო ლიპპი).
თითოეული ჯგუფი თემის შესაბამისად გამოუშვებს კედლის გაზეთს, გააკეთებს პრეზენტაციას.
ინფორმაციის მოძიება და დამუშავება - ორი კვირა. საჩვენებელი მასალის შედგენა - ერთი კვირა. საბოლოო დასრულებული მასალის შეკვრა და კედლის გაზეთის გამოშვება  - ერთი კვირა.
პროექტზე მუშაობის პერიოდში დავაკვირდი ჯგუფებს, ვაწარმოებ დღიურს  შეფასების რუბრიკებით შეფასდება მათი ნაშრომები. შეფასების რუბრიკებს გავაცანობ კლასს, გავიზიარებ მათ მოსაზრებას.  (შეფასების რუბრიკები იხილეთ დანართში)
პრეზენტაციისას   შეაფასებენ, როგორც თავის,  ასევე მეგობრების ნამუშევარს. (კედლის გაზეთი იხილეთ  ფოტო მასალის სახით)

7
პროექტზე მუშაობის  ვადები: დასაწყისი -დასასრული
პროექტზე მუშაობა დაიწყო 2017 წლის 27 აპრილიდან და დასრულდა 29 მაისს სამუშაო  დავყავი რამდენიმე ეტაპებად:
I ეტაპი - მოსწავლეებთან ერთად   შევარჩიეთ პროექტის თემები. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე გავითვალისწინე  წინარე ცოდნა და შევადგინე სამოქმედო გეგმა. ყველა აქტივობა  სამუშაო რესურსი   ასაკის შესაბამისად განვახორციელეთ.
II ეტაპი - კლასში  დაფაზე თვალსაჩინოდ დავწერე თემის ძირითადი მიზანი. მოსწავლეები დავყავი ხუთ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში გაერთიანდა ხუთი მოსწავლე:  ძლიერი, საშუალო და სუსტი შესაძლებლობების. ავიჩიეთ გუნდის ხელმძღვანელი, რომელიც  პასუხისმგებელი იყო ჯგუფის წარმატებულ მუშაობაზე.   შერჩეული თემის ქვეთავები    ჯგუფის თითოეულ წევრს გავაცანი.  გუნდში მათი სურვილისამებრ გადანაწილდა კონკრეტული თემები და ჯგუფის წევრებმა დაგეგმეს მისი მოძიებისა და მომზადების გზები. მასალის მოძიება  ინტერნეტ წყაროდან - კონკრეტული საიტებზე, ასევე  ლიტერატურიდან  - სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა. მოსწავლეებს გავაცანი საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის  მითითების მექანიზმი.  შევთანხმდით პრეზენტაციისათვის თითოეული ჯგუფი გამოუშვებდა კედლის  გაზეთს.
III ეტაპი - მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული  ტექსტური მასალა.  ვიმჯელეთ მის შესახებ, რამდენად შეესაბამებოდა თემის სათაური და არსებულ საპრეზენტაციო ტექსტი და  გამოვყავით მთავარი და მეორე ხარისხოვანი. მოძიებული მასალის ტექსტი ფურცლებზე  დაწერეს და მხატვრულად გააფორმეს.
IV ეტაპი - მოსწავლეებმა მოიძიეს ფოტო მასალა და შეარჩიეს სამუშაო რესურსი (იხილეთ ქვემოთ სამუშაო რესურსში) .
V ეტაპი -  ფორმატზე კომპოზიციურად გაანაწილეს ტექტური და ფოტო-მასალა,   დააწებეს. მხატვრულად გააფორმეს გაზეთი, გამოჰყვეს სათაური,  მოძიებული ინფორმაცია და ფოტოები.
VI ეტაპი - პრეზენტაცია - თითეულმა ჯგუფის წევრმა   შესრულებული სამუშაო წარმოადგინა კლასის წინაშე, ისაუბრეს და თავისი აზრი გამოთქვეს.
მუშაობის პროცესში  ვაკვირდებოდი თითოეული მოსწავლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, მუშაობის პრინციპსა და ინტერესების სფეროს, ვაკეთებდი შესაბამის კორექტირებას, ვაძლევდი რჩევას. დღიურში ვაკეთებდი ჩანაწერებს. 
8
სამუშაო რესურსი:  

სახელმძღვანელო,  დამხმარე ლიტერატურა და ინტერნეტ საიტი,  ფოტოები, საწერი ფურცლები,  ფორმატი, საღებავები, ფუნჯები,   წყლის ჭურჭელი,  შავი და ფერადი ფანქარები, ფლომასტერები, საშლელი, სათლელი, მაკრატელი და წებო ფერადი ფურცლები.
9
მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განხორციელებასა და ეფასებაში
პირველი ჯგუფი  თემა: მოგზაურობა საფრანგეთში (გეოგრაფიული და ისტორიული  მიმოხილვა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ვერსალის სასახლე,  ეჟენ დელაკრუა, ჟაკ ლუი დავიდი)  ავირჩიეთ ჯგუფის ხელმძღვანელი ლიზი გელენიძე,  იგი  საშუალო შესაძლებლობების მოსწავლეა, მისი გააქტიურების მიზნით მივეცი ეს დავალება. ყველა ჯგუფში გაერთიანდა ძლიერი, საშუალო და სუსტი მონაცემების მოსწავლე.  კონკრეტული თემები მოსწავლეებმა გაინაწილეს გეოგრაფიული დაისტორიული მიმოხილვა - ლ. გელენიძე,  ლექსო მირზაშვილმა - მხატვარ ეჟენ დელაკრუაზე მოიძია მასალა, ლიზი ვაშაკიძემ - ფრანგი რომანტიკოსი მხატვარი - ჟაკ ლუი დავიდი აირჩია, ნინო ზაალიშვილი - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურით დაინტერესდა, ხოლო ანდრო ხოფსონიდისი - ვერსალის სამეფო სასახლით. მუშაობის პროცესში, ორგანიზატორული ნიჭი გამოამჟღავნა ლ. გელენიძემ, მხატვრული ოსტატობა და შემოქმედებითობა ლ. ვაშაკიძემ, მან გაზეთის გაფორმებისას შემოქმედებითი უნარი გამოიჩინა და კამათში ჩაერთო ლ. მირზაშვილთან თუ რამდენად ეფექტური იქნებოდა გაზეთის მხატვრული იერსახე, მე მივეცი რჩევა და ყველაფერი კონსენსუსის სახით დასრულდა. ფორმატი შეარჩიეს ცისფერი, რადგან საფრანგეთი ლამაზი ქვეყანაა და ცისფერი ფერი რომანტიულ განყობილებას შეუქმნის მოგზაურობის მოყვარულთ. სათაური გააფორმეს  წითელი ფერით, რომელიც საფრანგეთის დროშის ფერებს შეეხამება.
მეორე  ჯგუფი  მოგზაურობა  იტალიაში (გეოგრაფიული და ისტორიული  მიმოხილვა,   დოჟების სასახლე,  ალბერტო ჯაკომეტი,  სანდრო ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი). ჯგუფის ხელმძღვანელი აკაკი ლომია.  ა. ლომიამ გამოამჟღავნა სერიოზული და დაკვირვეული ხელმძღვანელის უნარი.  ფურცელზე დაწერა ქვეთემების  სათაურები, ჩაყარა ყუთში და თითოეულმა გუნდის წევრმა ამოიღო  ფურცელი ამგვარად გადაინაწილა მასალა.  ა. ლომიას შეხვდა იტალიის გეოგრაფიული და ისტორიული  მიმოხილვა,    მარი ბლიაძეს - დოჟების სასახლის არქიტექტურა,  ნია ხაჯალიას - მოქანდაკე ალბერტო ჯაკომეტი, სერგი სარაჯევს - სანდრო ბოტიჩელის ფერწერა, მარიამ მამაგეიშვილს  - ლეონარდო  და ვინჩი, ამ ჯგუფში სუსტი მოსწავლეა ბლიაძე სამუშაო პროცესში იგი აქტიურად ჩაერთო და მხატვრული გაფორმებისას   ორნამენტული ნახატით შეამკო წარწერები და ტექსტები. სარაჯევმა პრეზენტაციისას ორატორული ნიჭი გამოამჟღავნა, შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარი გამოამჟღავნეს ნ. ხაჟალიამ, მ. მამაგეიშვილმა.
 მესამე ჯგუფი  მოგზაურობა ეგვიპტეში (გეოგრაფიული და ისტორიული  მიმოხილვა,  ქალაქი ალექსანდრია, დიდი პირამიდები, სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერი, ეგვიპტური სამკაული) ჯგუფს ხელმძღვანელობდა ნიკო დათაშვილი. ნ. დათაშვილი შედარებით სუსტი მოსწავლეა, მაგრამ ფრიად ამაღლდა მისი მოტივაცია.  იგი დინჯად და თანმიმდევრულად მუშაობდა,  ცდილობდა გუნდის საქმიანობაა კარგად წარემართა. შედეგმაც არ დააყოვნა საუკეთესო  კედლის გაზეთი გამოუშვეს. ნ. დათაშვილმა -  ეგვიპტის გეოგრაფიული და ისტორიული  მიმოხილვა გააკეთა, ნათია სუქიაშვილმა - გიზას პირამიდები,  ნინო ჯავახიშვილმა- ეგვიტურ სამკაული, მარი კახიანმა - ქალაქი ალექსანდრია და მსოფლიოს ერთერთი საოცრება ალექსანდრიის შუქურა. მ. კახიანი გაზეთის მხატვრული გაფორმებისას სხვადასხვა იდეას სთავაზობდა ჯგუფის წევრებს და ჩემთან ათანხმებდა თავის მოსაზრებებს.   ეგვიპტის  სავიზიტო ბარათი   პირამიდებია -  მაყურებელზე ეფექტის მოსახდენად  მოძიებული ინფორმაცია  სამკუთხედის ფორმის  ფურცლებზე დაწერეს,  ფურცელები საღებავით დააძველეს. ფორმატის ზედაპირზე იეროგლიფები განვათავსეს.   ჩანაფიქრი ეფექტურად  განახორციელეს. ნატა ჩხატარაშვილმა - სინას მთის   წმ. ეკატერინეს მონასტერი აირჩია,  ამ მთის  სიწმინდეებმა  და ბიბლიურმა ლეგენდამ დააინტერესა და აღფრთოვანა იგი. 
სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე სამი ქვეყანა იყო ასარჩევი, ამიტომ ორი ქვეყანა   საფრანგეთი და იტალია განმეორდა, მაგრამ ქვეთავები  განსხვავებული მივეცი.    კონკურენცია იზრდებოდა, თუ რომელი ჯგუფი შეძლებდა  მაყურებლის მიზიდვას თავისი ეფექტური ნაშრომით.
მეოთხე ჯგუფი - თემა:  მოგზაურობა საფრანგეთში (გეოგრაფიული და ისტორიული  მიმოხილვა,  ეიფელის კოშკი, ნიკოლა პუსენი, ედუარდ მანე,  ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხები) ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო მამაგეიშვილი. მან ჯგუფის წევრებთან ერთად გაინაწილა სამუშაო,   ჩამოწერა პუნქტებად მუშაობის გეგმა და მოიფიქრა სამუშაო მასალა. მოამზადა ინფორმაცია მხატვარ ედუარდ მანეს შესახებ.  მარი ჭინჭარაულმა - ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა გააკეთა, ლუკა პაიჭაძემ - პარიზის სიმბოლო ეიფელის კოშკი, ნინო პერანიძემ - მხატვარ ნიკოლა პუსენის შემოქმედება, სოფო ქურდოვანიძემ - ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხების მხატვრული ანალიზი შემოგვთავაზა, თან დაურთო  ეფექტური  ფოტოები. ჯგუფმა შერჩეულ თემასა და ფოტო მასალაზე მუშაობისას  გამოამჟღავნა დაკვირვების,   შემოქმედებითი აზროვნების,  გუნდური მუშაობისა   და პრეზენტაციის   უნარ-ჩვევები.
მეხუთე ჯგუფი     მოგზაურობა იტალიაში (გეოგრაფიული და ისტორიული  მიმოხილვა,   რომის კოლიზეუმი, მიქელანჯელო, რაფაელი,  ფილიპო ლიპპი) ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკა მებაღიშვილი. მან ჯერ  შეადგინა გეგმა სამუშაო  თემები ჯგუფის წევრებმა სურვილისამებრ გაინაწილეს, მოიფიქრეს რომელი სამუშაო რესურსი დასჭირდებოდათ. გიორგი მამაგეიშვილმა აირჩია კოლიზერუმის არქიტეტურა,  ნიკა ცხომელიძემ -  რაფაელი, მებაღიშვილმა - ზოგადი ისტორიული მიმოხილვა გააკეთა, სალომე გურასპაშვილმა - მიქელანჯელოს შემოქმედება, მარი მირიანაშვილმა - რენესანსის მხატვარი ფილიპო ლიპპი, ნიკა ლეკიაშვილმა - წმ. პეტრეს ტაძარი.  ნიკა სუსტი მოსწავლეა უჭირს მასალის დაძლევა,  პასიურობს. მეგობრების თანადგომითა და ჩემი ხელმძღვანელობით, მოიძია მასალა, გააფორმა და ჩაერთო ჯგუფის მუშობაში.  ჯგუფმა  შემოქმედებითი აზროვნების უნარი გამოავლინა, გაზეთის მხატვრული გაფორმებისა და  პრეზენტაციისას.
მუშაობის პროცესში ვაკვირდებოდი მოსწავლეებს, შენიშვნებსა და მითითებებს ვაძლევდი, ვაწარმოებდი დღიურს. კლასი თავის მოსაზრებებს მიზიარებდა, სვამდნენ შეკითხვებს და ხელმძღვანელობდნენ გუნდური პრინციპით.  
შეფასება წინასწარ შედგენილი რუბრიკის მიხედვით განხორციელდა, რომლის შედგენაში  მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
 10.
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ე.
..VI.10.


11
ხელის შემშლელი ფაქტორები/ შესაძლო რისკები
პროექტზე მუშაობის პროცესში  ერთ ჯგუფში შეიქმნა აზრთა სხვადასხვაობა ფორმატზე მასალაის კომპოზიციის განაწილებისას, მაგრამ ჩემი რჩევის შემდეგ მოიძებნა კონსენსური და  განაგრძეს მუშაობა.
12
პროექტის რეალიზება
თითოეულმა ჯგუფმა შექმნა კედლის გაზეთი (იხილეთ საპრეზენტაციო  ფოტო-მასალა)

13
მოსალოდნელი შედეგი
·         ამოიცნობს იტალიის, საფრანგეთისა და ეგვიპტის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს, ადარებს სხვა ქვეყნის ნამუშევრებს, ასახელებს რომელ ეპოქას მიეკუთვნება
·         ასახელებს ცნობილ არქიტეტურულ ძეგლებს, მხატვრებსა და მოქანდაკეებს, საუბრობს მათ შესახებ
·          ამჟღავნებს  ანალიზის, მსჯელობისა და შემოქმედებით უნარ-ჩვევას
·         განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას, მონაწილეობს ერთობლივ შემოქმედებით და საორგანიზაციო გადაწყვეტილების  მიღებაში
·         ინტერნეტრესურსის გამოყენების უნარი
·          თანამშრომლობს სხვებთან კონკრეტული შემოქმედებითი პრობლემის გადაწყვეტისას. ამჟღავნებს  ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარს
·         საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე
·         პროექტზე მუშაობისას მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში გამოადგებათ  ხელოვნების  ნაწარმოების გაგება, შემეცნებისა და ანალიზის უნარის ჩამოყალიბებაში.   
14
შეჯამება/ რეფლექსია
 ჯგუფებში გამოიკვეთა გუნდური მუშაობის პრინციპი, ინდივიდუალური სამუშოსადმი  დამოკიდებულება, ანალიზისა და შემოქმედებითი აზროვნების  უნარი. სუსტი მოსწავლეები გააქტიურებდნენ და გამოამჟღავნეს ინტერესი.   ჯგუფები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ  პრეზენტაციისას, ცდილობდნენ რომ მათი გუნდი უფრო მაღალ შედეგზე   გასულიყო. კონკურენციის პირობებმა მოსწავლეებში მუშაობის ჯანსაღი გარემო შექმნა. სამუშაოს ყველა მოსწავლე პასუხისმგებლობით მოეკიდა.  მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს მასალის მოძიების, დამუშავებისა და პრეზენტაციის, შემოქმედებითი აზროვნების  უნარი.   მუშაობის პროცესში გამოვიყენე განმავითარებელ შეფასება. მოსწავლეებთან ვაწყობდი შეხვედრებს უკუკავშირის მისაღებადრჩევების შესათავაზებლად. ვაძლევდი დამატებით რჩევებს  და ვპასუხობდი მათ შეკითხვებ.   ვეხმარებოდი გაზეთის დამუშვებისას.  მოსწავლეები ჩართული იყვნენ შეფასების რუბრიკების შედგენაში და შემდეთ მათი მეგობრების ნამუშევრების შეფასებაში. ვაწარმოებდი დღიურს და დაკვირვების ფურცლებს, რათა მონიტორინგი გამეწია ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობთვის.



დანართი #1 ინფორმაციის მოძიებისა და დამუშვების  შეფასების რუბრიკა

1
მოძიებული მასალა შეესაბამება დასრუყოფილად გადმოსცემს თემის საკითხს
2ქულა
2
გამოყენებულია სხვადასხვა საინფორმაციო წყარო
3ქულა
3
ფოტომასალა  შეესაბამება თემის საკითხს
2ქულა
4
ინდივიდუალური სამუშაო -მოძიებულ ინფორმაციას ახარისხებს, გამოჰყობს მთავარს და მერორე ხარისხოვან მასალას
3ქულა

დანართი #2 ჯგუფური მუშაობის  შეფასების რუბრიკა

1
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში
2 ქულა
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ - აზრს გამოთქვამენ, უსმენენ ერთმანეთს, იღებენ საერთო გადაწყვეტილებას
2 ქულა
3
პრეზენტაცისთვის ჯგუფის წევრები აერთიანებენ საკუთარ ნამუშევრებს  და აკეთებენ კედლის გაზეთს
2 ქულა
4
პრეზენტაცისას ჯგუფი წარმოადგენს შექმნილ ნამუშევარს, გუნდის წევრი აღწერს მუშაობის თანმიმდევრობას, აკეთებს დასკვნებს
2 ქულა
5
ჯგუფის წევრები პასუხობენ შეკითხვებს
2 ქულა


დანართი #3  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


1
პასუხობს თემას
1ქულა
2
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2 ქულა
3
აღწერს ჯგუფის მუშაობის პროცესს, საუბრობს გამოყენებულ მასალაზე, იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2 ქულა
4
მსჯელობს  და აკეთბს შესაბამის დასკვნებს
2 ქულა
5
თვალსაჩინოებად წარმოადგენს ჯგუფის ნამუშევარს
2 ქულა
6
იცავს დროის ლიმიტს
1 ქულა


Comments

Popular posts from this blog

სასწავლო პროექტი: ძველი ეგვიპტის ხელოვნება (VI/3 კლასი)

სსიპ თბილისის 50-ე საჯარო სკოლა სასწავლო პროექტი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება თემა: ძველი ეგვიპტის ხელოვნება პედაგოგი ნანა გოგელია     პროექტის შექმნაში მონაწილეობდნენ: 50-ე საჯარო სკოლის  VI ³ კლასის მოსწავლეები _____________________________________________________                                                                           1 პროექტის დასახელება ძველი ეგვიპტის ხელოვნება 2 პროექტში მონაწილეობდნენ 50-ე საჯარო სკოლის  VI³ კლასის მოსწავლეები ,  პროექტის ხელმძღვანელი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი ნა...

სასწავლო პროექტი: გავაცოცხლოთ დიდებული ეპოქა - ანტიკური საბერძნეთი VII¹ კლასი2017წ.

სსიპ თბილისის 50-ე საჯარო სკოლა სასწავლო პროექტი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება თემა: გავაცოცხლოთ დიდებული ეპოქა - ანტიკური საბერძნეთი პედაგოგი ნანა გოგელია პროექტის შექმნაში მონაწილეობდნენ: 50-ე საჯარო სკოლის  VII ¹ კლასის მოსწავლეები 1 პროექტის დასახელება გავაცოცხლოთ დიდებული ეპოქა - ანტიკური საბერძნეთი 2 პროექტში მონაწილეობდნენ 50-ე საჯარო სკოლის    VII ¹ კლასის მოსწავლეები ,  პროექტის ხელმძღვანელი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი ნანა გოგელია 3 იდეა მეშვიდე კლასში  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეები გაეცვნენ ანტიკური საბერძნეთის  ხელოვნებას.   თემის დასრულების შემდეგ  დავგეგმეთ პროექტი თემაზე - „გავაცოცხლოთ დიდებული ეპოქა - ანტიკური საბერძნეთი“. გამოვუშვათ კედლის გაზეთი.  მაყურებელი გაეცნობა  წინა ქრისტიანული ხანის საბერძნეთის კულტურულ მემკვიდრეობას. მოსწავლეები დაგეგმ...

სასკოლო გაზეთი. პროექტის პრეზენტაცია (VI/2კლასი)