სსიპ თბილისის
50-ე საჯარო სკოლა
სასწავლო პროექტი:
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
თემა: ძველი ეგვიპტის
ხელოვნება
პედაგოგი ნანა გოგელია
პროექტის შექმნაში
მონაწილეობდნენ:
50-ე საჯარო სკოლის VI³ კლასის მოსწავლეები
_____________________________________________________
1
|
პროექტის დასახელება
|
ძველი ეგვიპტის
ხელოვნება
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2
|
პროექტში მონაწილეობდნენ
|
50-ე საჯარო სკოლის VI³ კლასის მოსწავლეები, პროექტის
ხელმძღვანელი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი ნანა გოგელია
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3
|
იდეა
|
მეექვსე კლასში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეები
გაეცნობიან ძველი ეგვიპტის კულტურას. რამდენიმე გაკვეთილი ეთმობა ამ თემას. ძველი ეგვიპტის ხელოვნების შესწავლის პროცესში
წარმოიშვა იდეა გაგვეკეთებინა პროექტი. პროექტზე მუშაობის გამოცდილება მოსწავლეებს
აქვთ. განხორციელი გვაქვს ორი პროექტი: „მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში“
(ესპანეთი, საბერძნეთი, ჰოლანდია) და (დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, საქართველო). პროექტზე მუშობისას მოსწავლეებს განუვითარდებათ მსჯელობის, ანალიზისა და შემოქმედებით უნარ-ჩვევას. მოძიებულ მასალას გაიზრებენ, შეიმეცნებენ
და გადმოსცემენ პრეზენტაციისას. წინა პროექტებმა
დაგვანახეს მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები, არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით
მოსწავლეების ინიციატივიდან გამომდინარე
გავაკეთებთ ახალ პროექტს - „ძველი ეგვიპტის
ხელოვნება“.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4
|
პროექტის აქტუალობა/პრობლემა
|
ძველი ეგვიპტის
კულტურული მემკვიდრეობა ცივილიზაციის ერთ-ერთი
ადრეული ეტაპია. ეგვიპტის ხელოვნება თვითმყოფადი
და გამორჩეულია. ამ კულტურის მხატვრულმა
სტილმა გარკვეული გავლენა მოახდინა კრეტა-მიკენისა და არქაული ხანის ბერძნულ ხელოვნებაზე.
მოსწავლეები ძველი ეგვიპტის ხელოვნებას შეისწავლიან
მეშვიდე კლასშიც. ეგვიპტის ხელოვნების ნიმუშების
გაცნობა და შესწავლა მათ მომავალში დაეხმარებათ შეიმეცნონ, შეისწავლონ და ამოიცნონ ეგვიპტის არქიტექტურული ძეგლები; ქანდაკებისა თუ ფერწერის ნიმუშები. განასხვავონ სხვა კულტურის ძეგლებისგან.
იმსჯელონ მათ შესახებ, განიხილონ სოციალურ,
ისტორიულ და რელიგიურ კონტექსტში.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5
|
პროექტის მიზანი
|
·
მოსწავლე
მოიძიებს და შეისწავლის ძველი ეგვიპტის
ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს (არქიტექტურა, ქანდაკება, ფერწერა)
·
ეცნობა და აგროვებს ინფორმაციას ძველი ეგვიპტის
ღმერთების შესახებ. მოიძიებს ღმერთების გამოსახულებებს სამარხისა თუ ტაძრების
მონუმენტურ ფერწერაში და განიხილავს მის
მხატვრულ
სტილისტურ ნიშნებს.
·
მოსწავლეს განვუვითაროთ ხელოვნების ნაწარმოებზე დაკვირვების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთებული
დასკვნების გაკეთებისა და პრეზენტაციის უნარი.
·
ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევა, თვითორგანიზაციისა და
პასუხისმგებლობის გრძნობა.
·
ვასწავლოთ Microsoft PowerPoint
საპრეზენტაციო მასალის
გამოყენება სასწავლო მიზნით
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6
|
აქტივობები
|
სასწავლო პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცანობ
თემას, ავუხსენი საკვლევი სამუშაოს მნიშვნელობას. მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენებ ძველი ეგვიპტის
ძეგლების ილუსტრაციებს.
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს დავუსვამ ზოგად შეკითხვა: რატომ არის მსოფლიოს
პირველი საოცრება ეგვიპტის პირამიდები? მოსწავლეებს გავანაწილებ ხუთ ჯგუფში, მ დავალებას. მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური და გუნდური.
I ჯგუფი - სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა და ფოტო-მასალას თემაზე: „ძველი ეგვიპტის არქიტექტურა“ (ეგვიპტის
პირველი სამარხი - მასტაბა, ჯოსერის პირამიდა, ხეოფსის პირამიები, აბუ-სიმბელის ტაძარი) შექმნის მოძიებული და დამუშავებული მასალის ელექტრონულ ვერსიას.
II ჯგუფი
- სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა და ფოტო მასალას თემაზე: „ძველი
ეგვიპტური ქანდაკება“ (რელიეფური ქანდაკება-ფარაონ ნარმერის ფილა, დიდი სფინქსი,
ეხნატონის და ნეფერტიტის პორტრეტები, რამზეს II ქანდაკება) მოძიებული და დამუშავებული მასალის ელექტრონულ ვერსიას
შექმნის.
III ჯგუფი
-
სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა და ფოტო მასალას თემაზე: „ძველი ეგვიპტის გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა“
(ეგვიპტის გეოგრაფიული მდებარეობა და მოკლე ისტორიული მიმოხილვა, ეგვიპტის დედაქალაქი-ქაირო,
ეგვიპტის არქეოლოგიური მუზეუმი, ტუტანჰამონის აკლდამა). მოძიებული და დამუშავებული მასალის ელექტრონულ ვერსიას
შექმნის.
IV
ჯგუფი - სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა და ფოტო მასალას თემაზე: „ძველი ეგვიპტის ღმერთები“ (ატონი, ამონი, ჰოროსი, ისიდა,
ოსირისი, ანუბისი). მოძიებული და დამუშავებული მასალის ელექტრონულ ვერსიას
შექმნის.
V
ჯგუფი -
სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შეაგროვებს ინფორმაციასა და ფოტო მასალას თემაზე: „ძველი ეგვიპტის ფერწერა“ (აკლდამების მონუმენტური მხატვრობა, ფაიუმის პორტრეტები, სარკოფაგების მოხატულობა, იეროგლიფური დამწერლობა,
მუმია). მოძიებული და დამუშავებული მასალის ელექტრონულ ვერსიას შექმნის.
გასვლითი გაკვეთილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც მოსწავლეები უშუალოდ გაეცნობიან ძველი ეგვიპტის
ხელოვნების ნიმუშებს.
ინფორმაციის მოძიება და დამუშავება - ორი კვირა. საჩვენებელი მასალის
შედგენა - ერთი
კვირა. საბოლოო
დასრულებული მასალის
შეკვრა, სლაიდ შოუს დამუშავება - ერთი
კვირა და პრეზენტაცია
სლაიდ-შოუთი.
პროექტზე მუშაობის დროს დავაკვირდი ჯგუფებს, ვაწარმოებ დღიურს შეფასების რუბრიკებით შეფასდება მათი ნაშრომები. შეფასების რუბრიკებს გავაცანობ კლასს, გავიზიარებ მათ
მოსაზრებას. (შეფასების რუბრიკები იხილეთ დანართში)
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
7
|
პროექტზე მუშაობის ვადები: დასაწყისი
-დასასრული
|
პროექტზე მუშაობა
დაიწყო 2017 წლის 20- მარტს და დასრულდა -24 აპრილს. სამუშაო ეტაპებად დავყავი:
I ეტაპი - მოსწავლეებთან
ერთად ავირჩიეთ პროექტის თემა. პროექტზე
მუშაობის დაწყებამდე გავითვალისწინე მოსწავლეთა წინარე ცოდნა და შევადგინე სამოქმედო
გეგმა.
პროექტზე მუშაობის
დაწყებამდე მოსწავლეებს დავუსვი ზოგადი შეკითხვა: რატომ
არის მსოფლიოს პირველი საოცრება ეგვიპტის პირამიდები? პასუხი
სხვადასხვაგვარი იყო: მათ დროის მსვლელობას
გაუძლეს, გრანდიოზული ზომები აქვს პირამიდებს, დიდი ლოდებით არის ნაგები, მსოფლიოს
შვიდი საოცრებიდან ერთადერთია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და სხვა.
II ეტაპი - კლასში დაფაზე თვალსაჩინოდ დავწერე თემის ძირითადი მიზანი.
მოსწავლეები დავყავი ხუთ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში გაერთიანდა ხუთი მოსწავლე: ძლიერი, საშუალო და სუსტი შესაძლებლობების. ავიჩიეთ
გუნდის კაპიტანი, რომელიც პასუხისმგებელი
იყო ჯგუფის წარმატებულ მუშაობაზე. შერჩეული
თემის სათაური თითოეული ჯგუფის წევრს გავაცანი.
გუნდში კაპიტანმა გადაანაწილა სამუშაო კონკრეტული თემები და ჯგუფის წევრებმა
დაგეგმეს მისი მოძიებისა და მომზადების გზები. მე ვაკვირდებოდი თითოეული მოსწავლის
მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, მუშაობის პრინციპსა და ინტერესების სფეროს, ვაკეთებდი
შესაბამის კორექტირებას, ვაძლევდი რჩევას. მასალა მოიძიეს ინტერნეტ
საიტებზე, ლიტერატურიდან - სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა (იხილეთ
პრეზენტაციის გვერდზე). მოსწავლეებს გავაცანი საავტორო უფლებების და გამოყენებული
ლიტერატურის მითითების მექანიზმი. შევთანხმდით პრეზენტაცია იქნებოდა ელექტრონული
ვერსია PowerPoint-ში შესრულებული.
III ეტაპი - მოსწავლეებმა
წარმოადგინეს მოძიებული ტექსტური და ფოტო
მასალა. ვიმჯელეთ მის შესახებ.
IV ეტაპი - გასვლითი
გაკვეთილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში აღმოსავლეთის ექსპოზიციაში. სამუშაო რესურსი მუზეუმში: საწერი მასალა,
ფოტო და ვიდეო.
მოსწავლეები გაეცვნენ
ძველი ეგვიპტის ხელოვნების ნიმუშებს.
გაკვეთილის მსვლელობისას გამოვიყენე გონებრივი იერიში: რა იცით მუმიის შესახებ?
სად იყო ჩასვენებული მუმია? როგორი ფორმა აქვს სარკოფაგს? დაასახელეთ სარკოფაგის მოხატულობის ფერები. თქვენი აზრით
რა არის გამოსახული სარკოფაგზე? რა არის უშებტი? ამოიცანით ექსპოზიციაზე რომელია
უშებტის ქანდაკება? რა დანიშნულება ჰქონდა უშებტს? დაასახელეთ ეგვიპტის ღმერთები,
რა ნიშნის მიხედვით ამოიცანით ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ღმერთებისა და ფარაონის ქანდაკებები? როგორი სამოსი აცვია ფარაონს? მოსწავლეებმა ამოიცნეს მცირე პლასტიკის ნიმუშები,
ეგვიტურ ქანდაკებაზე საუბრისას ხაზი გაუსვეს ქანდაკების სახასიათო თვისებებს, ამოიცნეს
მონათა, ღმერთების, ფარაონებისა და ქურუმების გამოსახულებები. დაინტერესდნენ სარკოფაგის
მოხატულობითა და მუმიით. გადაიღეს ექსპონატების ფოტოები, გააკეთეს ჩანაწერები.
V ეტაპი
- პრეზენტაციის მოსამზადებლად ვაჩვენე PowerPoint - ში ჩემს მიერ შედგენილი ნიმუში თემაზე „ქანდაკება- მასალა, ფუნქცია, გარემო“.
VI ეტაპი - ბუკებში
მოსწავლეებმა ტექსტური და ფოტო მასალა PowerPoint-ში ააწყვეს.
VII ეტაპი - პრეზენტაცია,
თითეულმა ჯგუფის წევრმა შესრულებული სამუშაო
წარმოადგინა კლასის წინაშე, ისაუბრა და თავისი მოსაზრება გამოთქვა.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
8
|
სამუშაო რესურსი:
|
ბუკები, სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა და ინტერნეტ საიტი, ფოტო მასალა, საწერი მასალა, ფოტო-აპარატი, ვიდეო
აპარატი, სახატავი რვეული, ფანქრები.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
9
|
მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განხორციელებასა და შეფასებაში
|
პირველი ჯგუფი კაპიტანი ელენე შერგელაშვილი, თემა
„ძველი ეგვიპტის არქიტექტურა“. ბიჭიკო
მეზურნიშვილმა იმუშავა ხეოფსის პირამიდებზე, მოიძია
ინფორმაცია, ფოტოები. დაინტერესდა პირამიდის
გრანდიოზული მაშტაბით, მშენებლობის ტექნიკით.
მუშაობის პროცესში ეხმარებოდა გუნდის წევრებს. ნანა დოლენჯაშვილმა
მოამზადა ინფორმაცია ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდის შესახებ, მან თავის ნამუშევარში
აღნიშნა და შეაფასა გამომგონებლობა და უნარი პირამიდის არქიტექტორის. ორივე მოსწავლემ
ისაუბრა მონათა მძიმე შრომის შესახებ. ნატა
ნაცვლიშვილმა და ელენე შერგელაშვილმა იმუშავეს აბუ-სიმბელის კლდეში გამოკვეთილ
ტაძრებზე მათ ამოიცნეს და განასხვავეს დიდი
და მცირე ტაძარები, აღნიშნეს მისი გრანდიოზული მაშტაბი, მშენებლების ოსტატობა. დემეტრე ჭიხინაშვილმა დაამუშვა ეგვიპტის პირველი
სამარხი - მასტაბა. მუშაობის პროცესში განსაზღვრა მასტაბის როლი პირამიდის წარმოშობაში.
როდესაც ჯგუფი აკეთებდა ელექტრონულ ვერსიას ცდილობდნენ ფერის, ფოტოსა და ტექსტის
მხატვრული ეფექტი შეექმნათ.
მეორე ჯგუფი კაპიტანი ვერიკო გორდელაძე, თემა „ძველი ეგვიპტის ქანდაკება“. კაპიტანმა გაანაწილა
შერჩეული თემები, მან და ნიკოლოზ ქურციკიძემ
მიიღეს გადაწყვეტილება მუზეუმში ფოტო და
ვიდეო გადაღება ეწარმოებინათ. ნინო პაქსაშვილმა,
ლუკა მეჭურჭლიშვილმა და ნინო მაისურაძემ მუზეუმში ამოიცნეს ქანდაკებები, ჯგუფმა კლასს ესაუბრა ფარაონის,
უშებტისა და რელიეფური ქანდაკების შესახებ. გადაიღეს ფოტო და ვიდეო მასალა. აზრი
გამოთქვეს ეგვიპტური ქანდაკების სტილური ნიშნების შესახებ. დაინტერესდნენ ეგვიპტის ხელოვნების ნიმუშები
როდის და რა გზებით შეიძინა მუზეუმმა. ვ. გორდელაძემ მოიძია მასალა უშებტის შესახებ, ნ. ქურციკიძემ - დიდი
სფინქისის, ნ. მაისურაძემ - რელიეფური ქანდაკება
ნარმერის ფილა, ნ. პაქსაშვილმა - ეხნატონი და ნეფერტიტის პორტრეტები. ლ. მეჭურჭლიშვილმა
- რამზეს II
ქანდაკება, ქურციკიძე, პაქსაშვილი და გორდელაძე ცდილობდნენ
დახმარებოდნენ საპრეზენტაციო მასალის დამუშავებისას
შედარებით სუსტ მოსწავლეს ნ. მაისურაძეს.
მესამე
ჯგუფი კაპიტანი ნიკოლოზ მინდიაშვილი, თემა „ძველი ეგვიპტის გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა“ ორგანიზებულობა და
თანადგომა გამოიჩინა ამ ჯგუფმა ინკლუზიური
მოსწავლის ნიკოლოზ ხუნდაძის მიმართ, ყველაზე მარტივი თემა მივეცით ნ. ხუნდაძეს ეგვიპტის გეოგრაფიული მდებარეობა. თეკლა არეშიძე,
ნიკოლოზ მინდიაშვილი და ელენე მუმლაძე დაეხმარნენ ინფორმაციის მოძიებასა და მომზადებაში. ეს იყო შესანიშნავი მაგალითი ჯგუფის ერთობის.
ე. მუმლაძემ - მოამზადა მასალა ეგვიპტის ისტორიული წარსულის შესახებ ლაკონიურად და
სხარტად ჩამოაყალიბა. თ. არეშიძემ ეგვიპტის დედაქალაქის ქაიროს შესახებ მოამზადა
მასალა. მინდიაშვილმა ტუტანჰამონის აკლდამის ამბავი ხატოვნად წარმოადგინა. ეგვიპტის სიმბოლო პირამიდები დახატა ნ. ხუნდაძემ და ატვირთა პრეზენტაციაში. მათე მღებრიშვილმა
ეგვიპტის არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ ისაუბრა. მოსწავლეები მსჯელობდნენ ეგვიპტის
ღირსშესანიშნაობების შესახებ და თავისი მოსაზრება წარმოადგინეს ისტორიულ კონტექსტში
გაიაზრეს ძველი ეგვიპტის კულტურული მემკვიდრეობა, მისი ხასიათი და მნიშვნელობა.
მეოთხე ჯგუფი კაპიტანი ელენე კიკნაძე, თემა „ძველი ეგვიპტის ღმერთები“. ეს ჯგუფი მრავალრიცხოვანი იყო, რადგან
კლასში ოცდაექვსი მოსწავლეა და საჭირო შეიქმნა
ერთი ჯგუფი დაკომპლექტებულიყო ექვსი მოზარდით, თუმცა გუნდისთვის ამას პრობლემა არ
შეუქმნია. მუზეუმში გასვლით გაკვეთილზე მათ ამოიცნეს ღმერთების ქანდაკებები, მათი სახასიათო ნიშნები,
განასხვავეს სხვა ქანდაკებებისაგან. ღმერთების
გამოსახულებები დააფიქსირეს სარკოფაგის ფერწერაზე.
თემები შემდეგი თანმიმდევრობით გაინაწილეს ატონი-ლიზი შარაშიძე,
ამონი-ე. კიკნაძე, ჰოროსი-გიორგი შარაბიძე,
ისიდა-მარიამ ხიჯაკაძე, ოსირისი-ნიკა ერგემლიძე, ანუბისი-ნიკა იაშაღაშვილი. შერჩეული თემასა და ფოტომასალაზე
მუშაობისას გამოამჟღავნეს დაკვირვებისა და
შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
მეხუთე ჯგუფი თემა „ძველი ეგვიპტის ფერწერა“. კაპიტანი მარიამ ცხომელიძე. მარიამმა
გაანაწილა ჯგუფში თემები, ჯგუფმა დასახა და გამაცნო სამუშაო გეგმა. მოსწავლეებმა
მუზეუმში გადაიღეს ფოტოები და წარმოადგინეს პრეზენტაციაზე. ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს
უპასუხეს. ისაუბრეს მუმიის შესახებ, დააკვიდნენ და აღწერეს სარკოფაგი, მისი ფორმა,
მოხატულობა. მ. ცხომელიძემ დაამუშავა ეგვიტური სარკოფაგების თემა. ეგვიტურ დამწერლობაზე - იეროგლიფებზე ინფორმაცია
მოიძია ლუკა კენჭუაშვილმა, ნიკოლოზ გოგიჩაიშვილმა ფართოდ შეისწავლა ფაიუმის პორტრეტები, მიუხედავად
ავადმყოფობისა ცდილობდა აქტიურად ჩართულიყო სამუშაო პროცესში. დემეტრე ბერძენაძემ
მუმიის შესახებ მოიძია ინფორმაცია და პრეზენტაციის კარგი უნარი გამოამჟღავნა, ლიზი
მოდებაძემ - აკლდამების არქიტექტურულ სტილსა და მოხატულობაზე იმუშავა.
მუშაობის პროცესში ვაკვირდებოდი მოსწავლეებს, შენიშვნებსა და მითითებებს ვაძლევდი,
ვაწარმოებდი დღიურს. ბავშვები თავის მოსაზრებებს მიზიარებდდნენ,
სვამდნენ შეკითხვებს და გუნდური პრინციპით ხელმძღვანელობდნენ.
შეფასება წინასწარ შედგენილი რუბრიკის მიხედვით განხორციელდა, რომლის შედგენაში
აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
10.
|
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
11
|
ხელის შემშლელი ფაქტორები/ შესაძლო რისკები
|
პროექტზე მუშაობის
პროცესში ავადმყოფობის გამო რამდენიმე მოსწავლემ გააცდინა გაკვეთილი და გარკვეულ
ეტაპს გამოეთიშა, თუმცა შემდეგ ეტაპზე ჩაერთო და განაგრძო მუშაობა.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
12
|
პროექტის რეალიზება
|
თითოეულმა ჯგუფმა შექმნა ელექრონული პრეზენტაცია Microsoft PowerPoint (იხილეთ საპრეზენტაციო მასალა)
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
13
|
მოსალოდნელი შედეგი
|
·
ასახელებს ცნობილ არქიტეტურულ ძეგლებს, საუბრობს მის მხატვრულ სტილზე.
·
მსჯელობს მხატვრული
ხერხების (ჟანრის, ტექნიკის, კოლორიტის, კომპოზიციური განაწილების შესახებ,
საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე, განწყობილებაზე). ამჟღავნებს ანალიზის, მსჯელობისა და შემოქმედებით
უნარ-ჩვევას
·
დამხმარე ლიტერატურაზე მუშაობისა და მასალის მოძიების უნარი
·
ვიზუალური დეტალების მიხედვით (ნივთები, სამოსი, ხატვისა და
ძერწვის) ამოიცნობს ძველი ეგვიპტის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს, ადარებს სხვა ქვეყნის
ნამუშევრებს, ასახელებს რომელ
ეპოქას მიეკუთვნება
·
საუბრობს-პოლითეიზმის შესახებ და ასახელებს ღმერთებს, საუბრობს
კერპთაყვანისმცემლობის არსის შესახებ.
·
ინტერნეტრესურსის გამოყენების უნარი
·
ელექტრონულ პრეზენტაციაზე მუშაობის უნარი
·
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარი.
·
პროექტზე მუშაობისას მიღებული ცოდნა და
გამოცდილება მომავალში გამოადგებათ ხელოვნების ნაწარმოების გაგება,
შემეცნებისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარის ჩამოყალიბებაში.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
14
|
შეჯამება/ რეფლექსია
|
პროექტის აქტივობები დავგეგმე მოსწავლეების წინარე ცოდნაზე დაყრდნობით,
ყველა აქტივობა და სამუშაო რესურსი ასაკის
შესაბამისად გავითვალისწინე. ჯგუფებში
გამოიკვეთა გუნდური მუშაობის პრინციპი, ინდივიდუალური სამუშოსადმი სერიოზული დამოკიდებულება,
ანალიზისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი გააძლიერა საქართველოს
ეროვნულ მუზეუმში გამართულმა გასვლითმა გაკვეთილმა. მოსწავლეებმა მომავალში პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სურვილი გამოთქვეს. სუსტი მოსწავლეები
გააქტიურებდნენ, რაც გუნდური მუშაობის პრინციპმა განაპირობა. თანამშრომლობა და ურთიერთთანადგომა
გამოიკვეთა. ჯგუფები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პრეზენტაციისას, ცდილობდნენ რომ მათი გუნდი უფრო
მაღალ შედეგზე გასულიყო. პასუხისმგებლობით
მოეკიდა ყველა მოსწავლე სამუშაოს. დაწყებითი
კლასის მოსწავლეებისათვის ეს იყო მრავალფეროვანი თემა. მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს კრიტიკული აზროვნების,
შემოქმედებითი მიდგომის, მასალის მოძიების, დამუშავებისა და პრეზენტაციის უნარი.
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს და აძლიერებს სწავლის პროცესს. სწავლების ასეთი
მრავალფეროვანი მეთოდი ეხმარება სხვადასხვა უნარისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს.
კლასმა გამოავლინა მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევები. მუშაობის პროცესში გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება. მოსწავლეებთან ვაწყობდი შეხვედრებს უკუკავშირის მისაღებად, შეფასების გასაზიარებლად, რჩევების შესათავაზებლად. ვაძლევდი დამატებით ინსტრუქციებს და ვპასუხობდი შეკითხვებზე. მოსწავლეები მონაწილეობენ თანატოლთა შეფასებაში. სისტემატურად ვატარებდი ჩანაწერებს და დაკვირვების ფურცლებს, რათა მონიტორინგი გამეწია ინდივიდუალური და ჯგუფურ მუშაობისთვის.
დანართი #1
ინფორმაციის მოძიებისა და დამუშვების შეფასების
რუბრიკა
დანართი #2 ჯგუფური მუშაობის
შეფასების რუბრიკა
დანართი #3 პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა
|
Comments
Post a Comment